ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ ლემის სურს „ჩელსის“ გაყიდვიდან გაყინული თანხები 2,3 მილიარდი გირვანქის ოდენობით, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენოს", - წერს The Financial Times.
„დიახ, მართალია - ფულის განაწილებაა საჭირო, მისი გამოყენება", - ციტირებს წყარო ლემის სიტყვებს.
თანხა უკვე ორი წელია ირიცხება სპეციალურ სატრასტო საბანკო ანგარიშზე, მაგრამ საუბარი იმაზე, თუ როგორ გამოიყენებენ მას, ჯერ კიდევ გრძელდება. მინისტრმა აღნიშნა, რომ არ სურს სასამართლოს გზით წასვლა, რადგან ამას დიდი დრო უნდა, მაგრამ ეს ვარიანტიც განიხილება.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ თანხა უნდა დაიხარჯოს უკრაინის შიგნით, ხოლო ფონდი სთავაზობს სახსრების გამოყენებას ლტოლვილების მხარდასაჭერად.
შეგახსენებთ, რომ დიდმა ბრიტანეთმა „ჩელსის“ ყოფილი მფლობელის, რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის მარტში დააწესა, ამიტომ მისი წილი 2,5 მილიარდი გირვანქა გაყინულია.