კალათბურთი

1:27 | 11.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 9 ქულა სერია A-ში

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ „ტრენტოს“ უმასპინძლა, რომელიც 80:75 დაამარცხა.

შენგელიამ პარკეტზე 17 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი, 9 ქულა, 2 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. თორნიკემ 9-დან 4 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ სერია A-ში 16 მოგებით და 5 წაგებით ლიდერობას „ბრეშასთან“ ერთად იყოფს, ხოლო მომდევნო ტურში 16 მარტს, „ნაპოლის“ სტუმრად დაუპირისპირდება.

0.129624