სხვა

13:50 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

გულშემატკივარმა მერაბ დვალიშვილის პროვოცირება სცადა (+VIDEO)

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა MMA-ს გულშემატკივრებთან შეხვედრა მოაწყო, სადაც სამახსოვრო სურათებს იღებდა და ხელმოწერებს არიგებდა.

ამ დროს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ქართველის პროვოცირება სცადა, ის მერაბთან მივიდა და სურათზე ხელმოწერას სთხოვდა, რომელიც მერაბ დვალიშვილისა და რიკი სიმონსის ორთაბრძოლის შემდგომი მომენტი იყო ასახული. (ქართველი მებრძოლი აღნიშნულ დაპირისპირებაში გილიოტინას გადაურჩა, მან ბოლომდე გაძლო, მაგრამ მსაჯებმა საბმიშენით წაგება ჩაუწერეს.)

გეტყვით, რომ ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, სადაც MMA-ს გულშემატკივრები მერაბ დვალიშვილს მხარს უჭერენ და ამხნევებენ.

0.129526