კალათბურთი

10:00 | 10.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 8 ქულა და "სპურსის" მორიგი მარცხი (+VIDEO)

NBA-ს ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიომ", რომელიც სტუმრად "მინესოტასთან" 141:124 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა აღნიშნულ შეხვედრაში სათამაშოდ 14 წუთი მიიღო, რა დროშიც ქართველმა 8 ქულას, 3 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას, 1 დაფარებას და 1 ჩაჭრას მოუყარა თავი.

"სპურსი" 26 მოგებითა და 36 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას "სან ანტონიო" 11 მარტს საკუთარ მოედანზე "დალასის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.125987