კვიპროსის ჩემპიონატის 26-ე ტურში „ომონია არადიპუმ“ ლარნაკას „აეკი“ 2:0 დაამარცხა, რაც გიორგი ლორიას დამსახურებაა.
ვეტერანმა ქართველმა მეკარემ დიდებული შეხვედრა ჩაატარა, 10 დარტყმა მოიგერია, კარი მშრალად შეინახა და თავისი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ლორიას სეივებით „ომონია“ თამაშში დარჩა, ხოლო მატჩის მიწურულს მასპინძლებმა ორი გოლი გაიტანეს და მოიგეს.
39 წლის ქართველ მეკარეს მიმდინარე სეზონში 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.
„ომონია“ კვიპროსის ჩემპიონატში 26 ქულით მე-10 ადგილზეა.