რაგბი

11:40 | 9.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

7-კაცა | უკეთ, მაგრამ არა საკმარისად

საქართველოს 7-კაცამ მსოფლიო რაგბის ჩელენჯერის სერიის მეორე ეტაპზე პირველზე უკეთესი შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა (პირველ ეტაპზე მე-11), მაგრამ ჯამში 8 საუკეთესოს შორის ვერ მოხვდა და შესაბამისად, აპრილში კრაკოვში (პოლონეთი) ვერ ითამაშებს.

კეიპტაუნის მეორე ეტაპზე ჯგუფში მადაგასკარის დამარცხების შემდეგ, ბესიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდებს გადამწყვეტი ჯახი მე-5 ადგილის ნახევარფინალში, ტონგასთან ჰქონდა. გამარჯვებული კრაკოვის საგზურს იღებდა, დამარცხებული კი წლევანდელ ჩელენჯერის სერიას ემშვიდობებოდა.

ასეთი წნეხის ფონზე ტონგასთან მატჩის პირველ ტაიმში სამი შეცდომა დავუშვით და კუნძულელებისგან სამი ლელო მივიღეთ, მეორე ტაიმის დასაწყისში კი სულაც 0:26 ჩამოვრჩით. საქართველომ ბოლომდე იბრძოლა და ლევან ნარიმანიძემ და თემურ კოხოძემ ორი ლელო გაქვითეს, რომელთაგან ერთი სერგი ჩხაიძემ გარდასახა, თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არ იყო - 12:26.

მე-7 ადგილისთვის პირველი ეტაპის გამარჯვებულ ჩილეს შევხვდით და კოხოძემ ლელოთი ანგარიში გაათანაბრა. ტაიმის მოგებაც შეიძლებოდა, მაგრამ არცთუ ცუდი პოზიციიდან გარდასახვა არაზუსტი იყო, მატჩის მიწურულს კიდევ ორი ლელო მივიღეთ და საბოლოოდ მეტოქემ 15:5 გაიმარჯვა.

ამრიგად, ორი ეტაპის ჯამში დავიკავეთ მე-10 ადგილი და ახლა გუნდი რაგბი ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადება, რომელიც ივნისში გაიმართება.

სამხრეთ აფრიკის ჩელენჯერის მეორე ეტაპზე ითამაშეს

ნიკოლოზ რეხვიაშვილი, ბექა გელხვიძე, ირაკლი სიმსივე, ლევან ნარიმანიძე, თემურ კოხოძე, სოსო მათიაშვილი, სერგი ჩხაიძე, ვაჟა მიქაძე, საბა არჩვაძე, გაგა ქევხიშვილი, გიორგი გამყრელიძე, გიორგი ჯობავა.

RUGBY.GE


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:17 | 05.11.2017
თორღვა პანკელი (1138)

არა ერთხელ ჩაჭრა ბურთი და ერთი ჩაჭრის დროს თავადაც დაასრულა კარის წაეთამაშა მერე, ზაზა ნბა-ის ნებისმიერ გუნდში შეძლებს თამაშს და საკმაოდ პროდუქტიულიც იქნება. ზაზა რო ატლანტაში და დალასში იყო ორივემ მოახერხა ფლეიოფში გასვლა ორივეში ზაზას ლომის წილი ქონდა.

16:39 | 05.11.2017
federer (17) (15576)

ძალიან მაგარი გუნდიას გოლდენი, დურანტი და კარი ლიმიტირებულ დროში თამაშობენ ძირითადად და მოსაგებს მაინც იოლად იგებენ
10 თამაშში თუ დაიტვირთებიან 40 წუთამდე თორე დალშე 32-33 წუთზე მეტს არ ითამაშებენ სეზონის ბოლომდეე

16:37 | 05.11.2017
federer (17) (15576)

იმ დროში რაც ზაზას ეძლევა საკმაოდ კარგად თამაშობს ზაზა წინა თამაშებშიც პროდუქტიული იყოო 1-2 თამაშის გარდაა

13:23 | 05.11.2017
sabonis (9584)

დადგა ყველაფერი თავის ადგილას.D

12:16 | 05.11.2017
geogreece (9768)

მეორე ბეჭედს დაირჭობს თითზე ზაზა

12:07 | 05.11.2017
ზიდანი (55)

შევიდა გოლდენი ფორმაში

0.062515