„ევერტონის“ მეკარე ჯორდან პიკფორდმა თავისი მოსაზრება გაუზიარა ჟურნალისტებს გერმანელი მწვრთნელის თომას ტუხელის შესახებ, რომელიც ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად 2025 წლის 1 იანვარს გახდა.
„როგორც ჩანს, შესანიშნავი ბიჭია და (ინგლისის კაპიტანი) ჰარი კეინი მასზე ძალიან დადებითად საუბრობს. ის გამარჯვებულია და იმედია, ჩვენც შევძლებთ წინსვლას“, - ციტირებს პიკფორდის სიტყვებს TNT Sports.
შეგახსენებთ, რომ 51 წლის ტუხელმა შეცვალა ლი კარსლი, რომელიც ინგლისის ეროვნულ გუნდს წინა მთავარი მწვრთნელის, გარეთ საუთგეიტის წასვლის შემდეგ დროებით ხელმძღვანელობდა.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ინგლისის მეტოქეები სერბეთის, ალბანეთის, ლატვიისა და ანდორას ნაკრებები არიან. შესარჩევი ტურნირი მარტიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აბა რა თქვას ვაიმე დედა მეშინია ახალი სეზონის დაწყების პროჩში მიჭერსო

შენი აშენებული ვნახეთ საბერძნეთის ნაკრებში და ორი წაგება ფარერებთან:დ
მანამდე ამის გაწვრთნილი იტალიური კლუბები არ გინახავს?
გამიხარდება კუილივით თუ არ დაიკარგებით
ბევრი არ მოგივიდეს არ გადაგცდეს...
ეჰ რანიერი ახალ სეზონში მოგხვდებათ განიერი.
: DDDDDDDDDDDD
ეგრეა მოხუცო, თავის дროზე მე რომ სოფელში უბორნია ავაშენე, ეხლაც მყარაд дგას თურმე. дანარჩენი ყველაფერი გაპარტახдა DDDD