ფეხბურთი

16:22 | 8.03.2025 | ნანახია 544 - ჯერ

"მილანიდან" კონსეისაოს გაათავისუფლებენ და ალეგრის დაბრუნება სურთ

„მილანიდან“ მთავარი მწვრთნელის, სერჟიო კონსეისაოს გათავისუფლება გადაწყვიტეს, რომელიც კლუბს სეზონის ბოლოს ნამდვილად დატოვებს.

პორტუგალიელმა „როსონერი“ მიმდინარე წლის დასაწყისში ჩაიბარა და მალევე იტალიის სუპერთასი მოაგებინა, მაგრამ ამის შემდეგ საქმეები ცუდად წაუვიდა, რადგან ჩემპიონთა ლიგას „მილანი“ „ფეიენოორდთან“ მარცხით 1/16-ფინალში დაემშვიდობა, სერია A-ში ბოლო 3 მატჩი წააგო და 41 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილზეა.

როგორც იტალიური მედია წერს, „ლეჩესა“ და „კომოს“ წინააღმდეგ „მილანი“ მომდევნო ორ მატჩში თუ დამარცხდება, კონსეისაოს სანაკრებო პაუზის დროს გაათავისუფლებენ, თუ არადა, სეზონის ბოლოს მაინც მოუწევს მილანური კლუბის დატოვება.

ამბობენ, რომ „მილანს“ ზაფხულში მასიმილიანო ალეგრის მიწვევა სურს, რომელიც მზადაა დაუბრუნდეს კლუბს, რომელსაც 2010-2014 წლებში ავარჯიშებდა. ალეგრი ფავორიტია, მაგრამ მილანელებს ალტერნატიული ვარიანტებიც აქვთ - რობერტო დე ძერბი და სესკ ფაბრეგასი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.071166
544