კალათბურთი

12:58 | 5.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

შენგელიას მორიგი აღიარება - თორნიკე სერია A-ს ტურის სიმბოლურში შეიყვანეს

თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის მე-20 ტურის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. ქართველი კალათბურთელი „მილანოსთან“ კარგი თამაშის შემდეგ გამოარჩიეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პრინციპულ მეტოქესთან (86:80) მოგებულ მატჩში 19 წუთი ითამაშა, რა დროშიც 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

34 წლის მძიმე ფორვარდმა 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 17-ს გაუტოლდა.

სიმბოლური ხუთეული შემდეგნაირია: თორნიკე შენგელია და მარკო ბელინელი ((ვირტუს ბოლონია), ჯასტინ რობინსონი (ტრაპანი), მარკელ ბრაუნი (ტრიესტე) და მფიონდუ კაბენგელე (ვენეცია).

შენგელია მიმდინარე სეზონში საშუალოდ 13.8 ქულას, 5.8 მოხსნას და 2.7 პასს აგროვებდა. ვირტუს ბოლონია ჩემპიონატს ბრეშასთან და ტრენტინოსთან ერთად ლიდერობს, მომდევნო შეხვედრას კი 10 მართს, სწორედ თანალიდერ „ტრენტოსთან“ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.06548