ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან ველსის ძირითად ბადეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა მოახერხა.
ბასილაშვილმა ფინალში იაპონელი იასუტაკა უჩიამა სამ სეტში, 6:4, 3:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 56 წუთს გაგრძელდა. ბასილაშვილმა 3 ეისი შეასრულა და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა, ხოლო იაპონელმა 4 ორმაგის საპირისპიროდ 12 ეისი მიითვალა.
ნიკოლოზმა საკვალიფიკაციო ეტაპზე მანამდე ამერიკელი კრისტოფერ ეუბენკსი 6:2, 6:4 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელს ინდიან ველსზე ფინალში ითამაშა, სადაც კამერონ ნორისთან მარცხი განიცადა.