ფეხბურთი

19:15 | 3.03.2025 | ნანახია 817 - ჯერ

პსჟ-ს პრეზიდენტი: "ვამაყობ, რომ კლუბის ფილოსოფია ასე მოკლე დროში შევცვალე"
"გვაქვს საფუძველი, რომ მომავლისთვის დიდი გუნდი ავაშენოთ"

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი ფიქრობს, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი მიზანი.

ალ-ხელაიფის თქმით, მან ძალიან მოკლედ დროში კლუბის ფილოსოფია შეცვალა, რითაც ამაყობს:

„შეცდომებზე ვსწავლობთ. შეცდომა იყო 2011 წელს 5-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემპიონთა ლიგის მოგებას, რაც ვერ მოვახერხეთ, მიუხედავად, არაერთი ვარსკვლავის ყიდვისა. ახლა, თუ მკითხავთ, არის თუ არა, მიზანი ჩემპიონთა ლიგის მოგება, გიპასუხებთ, რომ არა, მაგრამ თუ მკითხავთ, შეგვიძლია თუ არა, ყველა მატჩში ბრძოლა გიპასუხებთ - დიახ.

გვსურს შემტევი ფეხბურთის თამაში, სიამოვნების მიღება, ეს აბსოლუტურად მართალია. გვყავს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ამის გაკეთება შეუძლიათ. გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ წელს, მომდევნო წელს ან 8 წელიწადში. გვაქვს საფუძველი, რომ მომავლისთვის დიდი გუნდი ავაშენოთ.

პსჟ-ს ახალი ვარსკვლავი გუნდია და ძალიან ვამაყობ, რომ ასე მოკლე დროში შევცვალე კლუბის ფილოსოფია. გუნდური სულისკვეთება ჩემთვის ყველაზე მთავარია: ფეხბურთელები, მწვრთნელები, ანალიტიკოსები, ექიმები და რა თქმა უნდა, გულშემატკივრები“, - აღნიშნა ალ-ხელაიფიმ.

0.065632
817