ბოსნიის ჩემპიონატის მე-20 ტურში „სარაევომ“ „შიროკი ბრიეგისთან“ გიორგი გულიაშვილის გოლით 1:0 მოიგო.
ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და ძალიან აქტიურიც იყო, უფრო მეტის გატანაც შეეძლო, თუმცა ერთ გოლს დასჯერდა, რომელიც 53-ე წუთზე შეაგდო და მატჩის ბედი გადაწყვიტა.
გულიაშვილი 19 მატჩში გატანილი 13 გოლით ჩემპიონატში საუკეთესო ბომბარდირია. მის აქტივში ასევეა 4 საგოლე პასიც. ბოსნიის თასზე გიორგის 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც გაიტანა, ასე რომ, სეზონში სულ 17 გოლი აქვს.
„სარაევო“ 42 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 8 მარტს, „ველეზ მოსტარს“ ესტუმრება.