სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

21:27 | 2.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ერთპიროვნული ლიდერია (+VIDEO)

„ბარსელონამ“ ლა ლიგის 26-ე ტურში მადრიდის „რეალის“ მარცხით იდეალურად ისარგებლა და უპირატესობა გაზარდა.

ჰანსი ფლიკის გუნდმა „სოსიედადი“ 4:0 გაანადგურა. ბასკები მე-17 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რამაც „ბარსელონას“ საქმე გაუადვილა და შემდეგ კატალონიელებმა მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანეს.

პირველ ტაიმში ხერარდ მარტინმა და მარკ კასადომ გაიტანეს, მეორე ნახევარში რონალდ არაუხომ და რობერტ ლევანდოვსკიმ.

„ბარსელონამ“ 57 ქულა დააგროვა და ერთპიროვნულად გალიდერდა: ერთი ქულით უსწრებს „ატლეტიკოს“, სამით - „რეალს“, ხოლო მომდევნო ტურში 8 მარტს, „ოსასუნას“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.173504