ფეხბურთი

19:00 | 28.02.2025 | ნანახია 488 - ჯერ

იტალიელი ჟურნალისტი: "იანვარში კვარაცხელიას შეცვლა შეუძლებელია"

იტალიელმა ჟურნალისტმა სტეფანო ბორგიმ განაცხადა, რომ იანვარში შეუძლებელია ხვიჩა კვარაცხელიას სათანადოდ შეცვლა. ქართველის გაყიდვამ კი, ნეაპოლური კლუბი დაასუსტა, რამაც ჩავარდნა გამოიწვია. ამას ტრავმებიც დაემატა:

„ინტერთან“ „ნაპოლისთვის“ ყველაზე დრამატული დანაკლისი ანგისაა, ეს სერიოზული დარტყმაა. „ნაპოლის“ ჩავარდნა ტრავმებმა და კვარას შემცვლელის არყოლამ გამოიწვია. იანვარში შეუძლებელია კვარას დონის ფეხბურთელის შეძენა. ამით გუნდი დასუსტდა, შემდეგ ნერეში, ოლივერა და სპინაცოლა დაშავდნენ“, - თქვა ბორგიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სერია A-ს ბოლო ოთხ ტურში სამი ქულა მოიპოვა, ხოლო პირველ მარტს, უშუალო კონკურენტ „ინტერს“ უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.119426