ფეხბურთი

16:04 | 28.02.2025 | ნანახია 1859 - ჯერ

მოჰამედ სალაჰი შესაძლოა სერია A-ში დაბრუნდეს

"ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევი მოჰამედ სალაჰი შესაძლოა იტალიის სერია A-ში დაბრუნდეს, საუბარია "ინტერის" ინტერესზე.

აღნიშნულ ინფორმაციას El Nacional-ი ავრცელებს. მათი თქმით "ნერაძურის" სურვილია სალაჰი სეზონის დასრულების შემდეგ გაიფორმოს, როდესაც მას "ლივერპულთან" კონტრაქტი დაუმთავრდება და თავისუფალი აგენტი გახდება.

გეტყვით, რომ სალაჰს სეზონის ბოლოს კონტრაქტი უმთავრდება და მისი სურვილია სხვა კლუბში მოსინჯოს ძალები. ეგვიპტელით არაერთი წამყვანი კლუბია დაინტერესებული და მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

შეგახსნებთ, რომ ეგვიპტელს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, ის "ლივერპულს" 2017 წელს "რომადან" შეუერთდა. მას მიმდინარე სეზონში 39 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 30 გოლი და 22 საგოლე გადაცემაა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126803
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
1859