ინგლისის ჩემპიონშიფის 34-ე ტურში "უოტფორდმა" საკუთარ მოედანზე "ლუთონს" უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძემ აღნიშნულ შეხვედრაში სრულად ითამაშა, თუმცა მატჩის შემდეგ კუნთების დაჭიმულობამ შეაწუხა.
"სტოკთან" მატჩის წინ "უოტფორდის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქლევერლიმ ჟურნალისტებთან გიორგის შესახებ ისაუბრა.
"ლუთონთან მატჩის შემდეგ ჩაკვეტაძეს კუნთების დაჭიმულობა ჰქონდა და ტკივილი საკმაოდ ძლიერი იყო, თუმცა ახლა ყველაფერი კარგადაა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა და გიორგი მატჩის განაცხადში იქნება. დაიწყებს თუ არა მატჩს ძირითადში ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ." - განაცხადა ქლევერლიმ.
"სტოკისა" და "უტფორდის" მატჩი 1 მარტს 19:00-ზე აიღებს სტარტს.გიორგის მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით 35 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გოლთან ერთად 7 საგოლე გადაცემაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია