რაგბი

0:56 | 28.02.2025 | ნანახია 2008 - ჯერ

საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩს გამართავს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მიმდინარე წლის ზაფხულში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან ტესტ-მატჩს გამართავს.

თამაში 19 ივლისს, ქალაქ ნელსპრუიტში, ლეგენდარულ მბომბელას სტადიონზე გაიმართება, რომელიც 42 000 მაყურებელს იტევს.

საქართველოს ნაკრებს სამხრეთ აფრიკასთან აქამდე ორჯერ უთამაშია: 2003 წლის მსოფლიო თასზე მეტოქემ 43:19 გაიმარჯვეს, ხოლო 2021 წელს ისევ აფრიკელებმა მოიგეს - 40:9.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:02 | 19.03.2021
O. Mertskhali (8101)

მშვენიერი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066466
2008