ფეხბურთი

2:10 | 27.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ისტორიაში პირველად: საბა გოგლიჩიძის "ემპოლი" იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა (+VIDEO)

საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ იტალიის თასის ნახევარფინალში ითამაშებს, ისტორიაში პირველად.

ტოსკანურმა კლუბმა, რომელსაც სერია A-ს ბოლო 11 ტურში მხოლოდ 2 ქულა აქვს მოპოვებული და 8 დეკემბრის შემდეგ არ მოუგია, თასის მეოთხედფინალში ტურინში „იუვენტუსს“ აჯობა.

საბა გოგლიჩიძე არ იყო ძირითად შემადგენლობაში, თუმცა, 46-ე წუთიდან ითამაშა და საკმაოდ დამაჯერებლადაც.

„ემპოლი“ 24-ე წუთზე იუსუფ მალეს გოლით დაწინაურდა და 66-ე წუთამდე ინარჩუნებდა ანგარიშს, სანამ ხეფრენ ტურამმა ძალიან ეფექტური გოლით არ გაათანაბრა. მატჩი 1:1 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, რომელიც „ემპოლიმ“ 4:2 მოიგო.

ტოსკანელებმა ოთხიდან ოთხივე პენალტი გაიტანეს, ხოლო „იუვედან“ მხოლოდ რანდალ კოლო მუანიმ და მანუელ ლოკატელიმ დაარტყეს ზუსტად, დუშან ვლაჰოვიჩმა და ქენან ილდიზმა არაზუსტად დაარტყეს.

„იუვენტუსი“ ბოლო ერთ კვირაში ჩემპიონთა ლიგას და იტალიის თასს სამარცხვინოდ გამოეთიშა. მატჩის შემდეგ ტიაგო მოტამ თქვა, რომ კლუბის ისტორიას ბოდიში უნდა მოუხადონ, თუმცა ძნელი წარმოსადგენია ეს საკმარისი იყო იმისთვის, მან „იუვენტუსში“ სამსახური შეინარჩუნოს.

„ემპოლიმ“ თავისი ისტორია დაწერა და იტალიის თასის ნახევარფინალში „ბოლონიას“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

13:53 | 16.07.2015
drus (562)

ტიპი რა დღეში ჩააგდეს..ამხანაგურიდან გააგდეს ისეთი გააფრენიეს ბერეკაშვილმა და მაჩალაძემ)))))))))))))))))

09:54 | 15.07.2015
BEERTRANCE (97819)

მდაააააა

0.05798