თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ „კალიარი“ – „იუვენტუსის“ მატჩის შემდეგ ისაუბრა და ქენან ილდიზი შეაქო.
თურქ შემტევს სამი შანსი ჰქონდა გოლის გასატანად, მაგრამ ვერ მოახერხა, რაზეც მან დანანებით აღნიშნა: „გოლი უნდა გამეტანა“.
შემდეგ მონტელამ განაგრძო:
„გილოცავ ქენან გამარჯვებას. როცა ვხედავ, რომ თამაშობ, უკეთ ვარ, რომ გაგეტანა, კიდევ უკეთესი იქნებოდა. პირველი მომენტის ეპიზოდში ბურთი შესანიშნავად გააჩერე. როგორც ყოფილი თავდამსხმელი, გირჩევდი, რომ ახლო ძელთან დაგერტყა, მე კარიერაში რამდენიმე გოლი გავიტანე, მაგრამ როცა შენს ასაკში ვიყავი, მესამე დივიზიონში ვთამაშობდი, შენ „იუვენტუსში“ ხარ. არ ინერვიულო, რადგან დრო გექნება შენი პოტენციალის გამოსავლენად“, - თქვა მონტელამ, რომელმაც შემდეგ პირდაპირ ეთერში იხუმრა:
„პატარა გოგოს მამა ვარ და ვისურვებდი, რომ მომავალში ასეთი სიძე მყავდეს“.
შემდეგ მონტელამ ილდიზი იტალიურად ლაპარაკის გამო შეაქო, რაზეც თურქმა ფეხბურთელმა უპასუხა: „ყოჩაღი არ ვარ, მაგრამ მაინც მადლობა (იღიმის - რედ)“.
შეგახსენებთ, რომ ქენან ილდიზი და ვინჩენცო მონტელა თურქეთის ნაკრებიდან ერთმანეთს კარგად იცნობენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რეალს ეტყობა კროოსის წასვლა და მოდრიჩიც რომ წავა მერე ნახეთ დატყობა.ბელინგემი ვალვერდე კაი ფეხბურთელები არიან მაგრამ კროოსი და მოდრიჩი არცერთი არაა.რა ვიცი,ვინმე მაგარი თუ არ იყიდა პერესმა(გაუჭირდება) მაშინ ბარსას ცენტრი გამოისვამს რეალს კაიხანი
სწორია ბენზემა.გასაგებია რომ არაა ტიპიური ცენტრფორვარდი ტილიანი მაგრამ მაგის შესაძლებლობების მქონე ფეხბურთელს არ უნდა უჭირდეს არც ცენტრფორვარდობა და უნდა გაითავისოს ეგ პოზიციაც.გარემარბი მბაპე ისედაც ვის რა ჩემ მზედ უნდა,ინსაიდს კი ვინის გამო ვერ ითამაშებენ