კალათბურთი

9:28 | 24.02.2025 | ნანახია 727 - ჯერ

გოგა ბითაძეს ორმაგ დუბლამდე მოხსნა დააკლდა, "ორლანდომ" "ვაშინგტონს" მარტივად მოუგო (+VIDEO)

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი მატჩები გაიმართა, გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" საკუთარ მოედანზე "ვაშინგტონ ვიზარდს" უმასპინძლა და მეტოქე მარტივად 20 ქულიანი სხვაობით 110:90 დაამარცხა.

შეხვედრის პირველ ნახევარში გუნდები თანაბრად თამაშობდნენ, თუმცა გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც მასპინძლებმა 15 ქულიანი უპირატესობით 32:17 მოიგეს, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია."ორლანდოს" მხრიდან საუკეთესოები ენტონი ბლექი და ფრენც ვაგნერი გახდნენ, რომლებმაც 23-23 ქულა ჩააგდეს და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.

გოგა ბითაძემ შეხვედრა სათადარიგოდან დაიწყო და პარკეტზე 21:43 წუთი დაყო, რა დროშიც ქართველმა 11 ქულას, 9 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. გოგას მორიგი ორმაგი დუბლის შესასრულებლად მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა.

"ორლანდოს" 29 მოგება და 30 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 26 თებერვალს "კლივლენდის" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:38 | 24.02.2025
Gerry Marsden (856)

რას ვიზამთ,სიზმარასაც უნდა გავუგოთ,ლეიკერსის ჩემპიონობა უნდა და რა ქნას?იქნებ,რამენაირად ფილადელფია ჯერ პლეიოფში გავაძვრინო და მერე დიდ ფინალშიო,ფიქრობს)))

10:35 | 24.02.2025
Gerry Marsden (856)

რეგულარულში ნიუ იორკს ბოსტონთან არაფერი გამოსდის,ცრუდ უქაქუნებენ ანუ ანძ---ენ და მაინცდამაინც პლეიოფში აუდგება?რა ვიცი,აუდგებაო სიზმარა იძახის,აქვს მაგას გამოცდილება,ტრანსებშია გათქვეფილი)))

0.127688