გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „ლაიფციგს“ დაუზავდა და ბუნდესლიგაში 5-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.
ბუდუ ზივზივაძე არ იყო ძირითად შემადგენლობაში, რაც იმითაც უნდა აიხსნას, რომ 3 დღის წინ კონფერენს ლიგაზე 120 წუთი ითამაშა. ქართველი „ლაიფციგის“ წინააღმდეგ მოედანზე მხოლოდ 82-ე წუთზე გამოჩნდა.
„ჰაიდენჰაიმმა“ თამაში შესანიშნავად დაიწყო და მე-13 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ლოის ოპენდამ და ბენჟამიმ შეშკომ გაქვითეს ეს გოლები და გუნდებმა ქულები გაიყვეს - 2:2. ქართველ თავდამსხმელს გერმანულ გუნდში 10 მატჩში 1 საგოლე პასი აქვს აქტივში, გოლი კი, ჯერ ვერ გაიტანა.
„ჰაიდენჰაიმი“ 23 ტურის შემდეგ 15 ქულით მე-16 ადგილზეა, პლეი-აუტის ზონაში, მომდევნო ტურში კი, 1-ელ მარტს, „გლადბახს“ უმასპინძლებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია