„მარსელის“ პრეზიდენტი, მთავარი მწვრთნელი და კლუბის ყველა მუშაკი „ოსერთან“ ლიგა 1-ის ბოლო მატჩში მსაჯობით ძალიან უკმაყოფილო დარჩა.
„მარსელი“ 0:3 დამარცხდა, მაგრამ პრეტენზია დერეკ კორნელიუსის გაძევებაზე ჰქონდათ და მატჩის მერე ხმამაღალი განცხადებები გააკეთეს:
„ეს კორუფციაა, ნამდვილი კორუფცია. 20 წლის განმავლობაში მსგავსი შემთხვევა არ მქონია. სუპერლიგა როგორც კი შეიქმნება, მაშინვე შევუერთდებით, რადგან ამ ნაგავ ჩემპიონატში თამაში არ შეიძლება“, - თქვა „მარსელის“ პრეზიდენტმა პაბლო ლონგორიამ.
სპორტულ საკითხებში მისმა მრჩეველმა ფაბრიციო რავანელიმ კი აღნიშნა: „ვფიქრობ, მთელმა საფრანგეთმა დაინახა სამარცხვინო მსაჯობა, რაღაც საშინელება იყო. 40 წლის განმავლობაში მსგავსი არაფერი მინახავს, ფრანგული ფეხბურთისთვის ეს მიუღებელია. ამ არბიტრმა ბევრი რამ დაგვიშავა, მეჰდი ბენატიაც მის გამო დისკვალიფიცირებულია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პირია“.
„მარსელის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დე ძერბიმ პრესკონფერენციაზე თქვა: „იმედი მაქვს, ამ კადრებს საზღვარგარეთ არ ნახავენ, თორემ ლიგა 1-ის რეპუტაცია შეილახება. იტალიელი ვარ და „მარსელის“ შემდეგ სხვა ფრანგულ კლუბში აღარ ვიმუშავებ. თუ ფრანგები ამ მსაჯებით კმაყოფილი არიან, მათთვის მით უკეთესი. დღევანდელი დღე სკანდალური იყო“.
შეგახსენებთ, რომ „მარსელი“ ლიგა 1-ში მეორე ადგილზეა და ლიდერ „პარი სენ-ჟერმენს“ 10 ქულით ჩამორჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კაი მოქეიფის ტანზე კი ხარ”–ჩემსავით


ვარიანტები რომ გქონოდა ამდენ ხანს უკლუბოდ არ იქნებოდი
წონას მიხედე და მოიხოდები : ) კაია გამიხარდა
ეხლა რას თამაშობს გამოჩნდება, მაგრამ რატომღაც მე ძალიან გამიხარდა და ვისურვებ, ძველებურად ოღონდ ჭკვიანურად ათამაშდეს. წარმატებები და გულშემატკივარის გახარებები.