ფეხბურთი

20:49 | 22.02.2025 | ნანახია 0 - ჯერ

ბუნდესლიგა: კლოდ-მორისის ბენეფისი

გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურის შაბათის სათამაშო დღეს ხუთი მატჩი იმართება. 4 უკვე დასრულდა, მათგან ორს გამოვარჩევთ. „აუგსბურგმა“ სტუმრად მოუგო კაცნაკლულ „გლადბახს“ 0:3. სამივე ბურთი ფრანგმა ნახევარმცველმა, ალექსის კლოდ-მორისმა გაიტანა.

აუტსაიდერმა, „ჰოლშტაინმა,“ საკუთარ მოედანზე ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ „ბაიერს“ უმასპინძლა. თამაში ლევერკუზენული კლუბის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მე-9 წუთზე თავდამსხმელმა პატრიკ შიკმა სტუმრები წინ გაიყვანა. 45-ე წუთზე „ბაიერის“ უპირატესობა ნახევარმცველმა ამინ ადლიმ გააორმაგა.

მეორე ტაიმში ანგარიში არ შეცვლილა. ამგვარად, „ბაიერმა“ ამ სეზონში მოპოვებული ქულების რაოდენობა 50-მდე გაზარდა. 23 ტურის შემდეგ ჩაბი ალონსოს გუნდი სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიდერ „ბაიერნს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.

ბაიერნი 23-ე ტურის მატჩს კვირას, 23 თებერვალს გამართავს. მიუნხენური გუნდი საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის „აინტრახტს“ უმასპინძლებს.

გერმანია. ბუნდესლიგა. 23-ე ტური. 22 თებერვალი: ვოლფსბურგი - ბოხუმი 1:1, მაინცი - ზანქტ პაული 2:0, გლადბახი - აუგსბურგი 0:3, ჰოლშტაინი - ბაიერი 0:2, დორტმუნდი - უნიონ ბერლინი მოგვიანებით გაიმართება


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:17 | 26.01.2018
alfadhirhaiti (7530)

ბულკები.

08:16 | 26.01.2018
alfadhirhaiti (7530)

საფეხბურთო ისტორიას რო გადახედო, ვეჭვობ, აღმოჩნდება რომ უკრაინის ჯ ხართ ყველა ასაკობრივში! ფიზიკაზე ხო საერთოდ აღარცაა საუბარი...

20:21 | 25.01.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ეჰ ამათაც ჩაისვარეს

20:00 | 25.01.2018
Erovnuli-Nakrebi (11812)

გუნდი როგორც კი შეგხვდათ, ეგრევე წააგეთ : ) აბა ვის იყო რომ ვიბრიყვებდით?

22:15 | 25.01.2018
BEERTRANCE (97819)

ჩვენ თავს რა დიდი გამოცნობა მაგას უნდა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

20:04 | 25.01.2018
lagashi (6738)

0.065187