ბერგამოს „ატალანტა“ შესაძლოა, სეზონის ბოლოს მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო გასპერინიმ დატოვოს.
როგორც მან თქვა, კონტრაქტს, რომელიც 2026 წლის ზაფხულში იწურება, აღარ განაახლებს, მაგრამ შეიძლება კლუბი მანამდე, ამ სეზონის ბოლოს დატოვოს.
„არსებობს დასაწყისი და დასასრული. „ატალანტასთან“ კონტრაქტს მეტჯერ აღარ გავახანგრძლივებ. ვნახოთ, სეზონის ბოლოს დავემშვიდობებით ერთმანეთს თუ კონტრაქტს ბოლომდე მივიყვანთ და 2026 წელს“, - აღნიშნა გასპერინიმ.
შეგახსენებთ, რომ ჯან პიერო გასპერინი „ატალანტაში“ 2016 წლიდან მუშაობს და კლუბს ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს. მანამდე 67 წლის სპეციალისტი „იუვენტუსის“ ახალგაზრდულ გუნდში, „კროტონეში“, „ჯენოაში“, „ინტერსა“ და „პალერმოში“ მუშაობდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქეცბა, ჯიგარი ხარ!