ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელი ტიაგო მოტა არ ეთანხმება კრიტიკას, რომელიც ბოლო დროს მისი მისამართით ისმის. ახალგაზრდა სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ სწორ გზაზეა და არაფრის შეცვლას აპირებს.
„იმედგაცრუების შემდეგ საუკეთესო ვარიანტი მოედანზე დაბრუნება და თამაშია. ყველა იმედგაცრუებული ვართ, მეც, ფეხბურთელებიც კლუბიც. ყველა მოსაზრებას ვიღებ და მესმის, მაგრამ ვაგრძელებ ჩემს გზას, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა სწორია.
ბევრი ტრავმა დაცვაში? არ მგონია, რომ ეს მხოლოდ უიღბლობა იყოს, შეხედეთ „მანჩესტერ სიტის“ და „რეალს“, მათაც დაცვაში ბევრი ტრავმირებული ჰყავთ. ვლაჰოვიჩი? მას შეუძლია ძირითადში თამაში, მაგრამ ასევე შეუძლია კოლო მუანისთან ერთად თამაშიც“, - აღნიშნა მოტამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ სერია A-ში მხოლოდ მეოთხე ადგილზეა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას 1/16-ფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია