ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში „სან ანტონიო“ სადაც სანდრო მამუკელაშვილი თამაშობს „დეტროიტს“ შეხვდა და 110-125 დამარცხდა.
ვემბანიამას არყოფნაში ქართველ კალათბურთელს სათამაშოდ 22 წუთი მიეცა, რა დროშიც 10 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება ჰქონდა. 25 წლის ფორვარდმა 5-დან 2 სამქულიანი და 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო. ასეთი შედეგიანი მატჩი საქართველოს ნაკრების წევრს 2 თებერვლის შემდეგ არ ჰქონია.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოხსნების რაოდენობით ქართველი თანაგუნდელებს შორის საუკეთესო იყო.
ყველაზე მეტი ქულა მამუკელაშვილის თანაგუნდელ კელდონ ჯონსონს ჰქონდა. ამერიკელმა 28 ქულა მიითვალა, ხოლო მას 1 ქულით ჩამორჩა დე აარონ ფოქსი. ორი კალათბურთელის მიერ დაგროვვებული 55 ქულის მიუხედავად "სპურსი" მაინც დამარცხდა.
"სან ანტონიო“ 24 მოგებითა და 30 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა და კვლავ პლეი-ინს მიღმა რჩება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ცოტა ასაკმა მიუკაკუნა