ფეხბურთი

22:10 | 21.02.2025 | ნანახია 627 - ჯერ

ჰანსი ფლიკი: "ფინალში შეიძლება "ელ კლასიკო" იყოს, მაგრამ ახლა მხოლოდ "ბენფიკაზე" ვფიქრობთ"

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრა შეაფასა, სადაც მისი გუნდი ლისაბონის „სპორტინგს“ შეხვდება.

„ბენფიკა“ რთული მეტოქეა, ისინი სახლში ძალიან ძლიერები არიან და ხარისხიან ფეხბურთს თამაშობენ. ამ ეტაპზე სუსტი გუნდი არ არსებობს. ფინალში შეიძლება „ელ კლასიკო“ იყოს, მაგრამ ამაზე ფიქრი ჯერ ადრეა. გადამწყვეტ მატჩამდე ჯერ კიდევ შორია, ახლა მხოლოდ „ბენფიკაზე“ ვფიქრობთ.

ტრებლის მოგება? ეს არ არის მარტივი, ძალიან რთული ამოცანაა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მეტოქეს კონკურენცია გავუწიოთ“, - თქვა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონამ“ „ბენფიკა“ ფაზის ეტაპზე დრამატულ ბრძოლაში 5:4 დაამარცხა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.12541