ფეხბურთი

21:02 | 21.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "ლივერპულს" ყველა ტიტულის მოგება შეუძლია, ჩვენ კი, რეალობას უნდა შევეგუოთ"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ლივერპულთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა.

„ითამაშებს თუ არა, ჰოლანდი, ხვალ გავიგებთ, ჯერ უცნობია, რადგან დღეს არ გვივარჯიშია, ხვალ გაივლის ტესტებს. სტოუნსი ტრავმირებულია და მალე გავიგებთ დასჭირდება თუ არა ოპერაცია, მაგრამ დიდი ხანი ვერ ითამაშებს.

„ლივერპული“ დაახლოებით იმ დონეზეა, რა დონეზეც კლოპის დროს იყო. ისინი იმსახურებენ პირველ ადგილზე ყოფნას და ტიტულისთვის ბრძოლას. მრავალი ასპექტით ტოპ გუნდია, ჩვენთვის კარგი გამოცდა იქნება, „ლივერპულს“ შეუძლია პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ჩემპიონთა ლიგაზე მრავალი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. ახლა „რეალი“ ჩვენზე უკეთესი იყო და გვაჯობა. რეალობას უნდა შევეგუოთ, პრემიერლიგაში კარგი მატჩები გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ „არსენალთან“ 1:5 წავაგეთ, 60 წუთი ძალიან კარგად ვითამაშეთ.

გუნდში ძალიან ბევრი ტრავმებია, ეს გავლენას ახდენს. „რეალთან“ მატჩის წინ ვთქვი, რომ ყველა მცველი გვყავდა, მაგრამ უკვე 2 ცენტრალური მცველი გამოგვაკლდა“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტისა“ და „ლივერპულის“ მატჩი 23 თებერვალს გაიმართება.

0.113037