„პარი სენ-ჟერმენის“ კაპიტანმა მარკინიოსმა ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ მომავალ მატჩებზე ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მეტოქე ძლიერია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგება ვისაც სურს, სწორედ ძლიერების წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.
„ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გამოცდილება აქვს და ორი შესანიშნავი მატჩის ჩატარება მოგვიწევს. თუ ჩემპიონთა ლიგის მოგება გინდა, დიდ მატჩებში უნდა ითამაშო, ამისთვის მზად ვართ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ვითამაშებთ. გუნდი საჭირო მომენტში უმატებს, კარგია, რომ სეზონის ამ ეტაპზე ასეთ ფორმაში ვართ. გუნდური სულისკვეთება არსებობს, ეს დღეს ჩვენი ძალა. ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ საჭირო დროს გავიზარდეთ.
გულშემატკივარს მადლობა ყველაფრისთვის, ისინი ყოველთვის მხარს გვიჭერენ, ცუდ და კარგ პერიოდშიც. საკუთარ მოედანზე დიდ მუხტს გვაძლევენ და „ლივერპულთან“ მათი მხარდაჭერა დაგვჭირდება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იქნება და მოედანზე ყველაფერს გავაკეთებთ“, - თქვა მარკინიოსმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები 4-5 მარტს, ხოლო საპასუხო 11-12 მარტს გაიმართება. მეოთხედფინალები 8-9 და 15-16 აპრილს, ნახევარფინალები 29-30 აპრილს და 6-7 მაისს ჩატარდება, ხოლო ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ შედგება.
"პარი სენ-ჟერმენმა" "ლივერპული" 1996-1997 წლების სეზონში თასების თასის ნახევარფინალში ორმატჩიან დუელში 3:2 დაამარცხა, როცა შინ 3:0 მოიგო, სტუმრად კი, 0:2 წააგო. გარდა ამისა, ეს გუნდები 2018-2019 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ და მაშინაც, გუნდებმა თავიანთ სტადიონებზე მოიგეს: "ლივერპულმა" "ენფილდზე" 3:2, ხოლო პსჟ-მ "პარკ დე პრენსზე" 2:1.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი 2022 წელს სწორედ "ლივერპულის" წინააღმდეგ ჰქონდა. მაშინ "ნაპოლიმ" 4:1 მოიგო, ქართველმა ბრწყინვალედ ითამაშა და საგოლე პასიც მიითვალა, ხოლო "ენფილდზე" გამარჯვება "ლივერპულმა" მოიპოვა (2:0) და კვარა მაშინაც მოედანზე იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რა ვაისი რის ვუისი ხალხოოო.. თქვენ მართლა გჯერათ მწვრთნელის რომელიც ფეხბურთელებს ერთ სიტყვასაც ვერ გააგებინებს??? გასაგებია თარჯიმანი ეყოლება მაგრამ ტლაკისკენაა საქმე
ჰა ბურთი და მოედანი
ვნახოთ აბა რა იქნება ) ვან გაალი მეგონა მარა ეს Dშვც ამისი არ მიდის და მოკალი
ბლოკნოტი აქვს? DDDDDDDDDDDDDD
მუჯირის მენეჯერულ თვისებებს სულ "ალმაცერად" ვუყურებდი...
საღოლ მუმუს თუ მისი გაჩარხულია ეს ამბავი... ნეტავ სულ ასე სასიხარულოდ შევცდე ხოლმე.. 
კიდე ხმას ამოიღებენ ეს ქვეყნის წურბელები, არველაძის და სიჭინავას მონები...
სად ერეკლე და სად პურის რიგი ისეთი სხვაობაა...
საღოლ კობი
წარმატებები და კონტრაქტის პირობეები უნდა გასაჯაროვდეს
დიდი ამბები იყო უცხოელებს ფულს რატო ვუხდითო? კობიაშვილიც მევასება კალაზეც და ქეცბაიაც მაგრამ ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. ისე თავიდან ცხადაძე არ მინდოდა მარა ესე გაშვება ნაკრებიდანაც რავი რავი..............