ზაფხულში მანჩესტერ "სიტიში" დიდი ცვლილებები იგეგმება, როგორც ცნობილი ხდება პეპ გვარდიოლას გუნდის განახლება უნდა და კლუბიდან წამყვანი ფეხბურთელების გაშვებას ფიქრობს.
Daily Star-ის ინფორმაციით ზაფხულში "სიტის" ჯეკ გრილიში, კევინ დე ბრუინი და ბერნარდო სილვა დატოვებენ. წყაროს ცნობით შესაძლოა ამ ფეხბურთელების ჩამონათვალი უფრო გაიზარდოს. ამ ყველაფრის მიზეზად, კი გვარდიოლას გეგმები სახელდება, რომელსაც გუნდის სრულფასოვნად შეცვლა სურს.
კევინ დე ბრუინი დიდი ალბათობით კარიერას MLS-ში გააგრძელებს, ხოლო ბერნარდო სილვასი და ჯეკ გრილიშის მომავალი ჯერ ჯერობით უცნობია.