ფეხბურთი

15:19 | 21.02.2025 | ნანახია 1917 - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: მერვედფინალური ეტაპის წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში, სადაც უეფას შტაბ-ბინა მდებარეობს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

შესაბამისად, ტურნირზე შემორჩენილი 16 გუნდი უკვე დაწყვილდა. „პარი სენ-ჟერმენს“, სადაც ხვიჩა კვარაცხელია თამაშობს, მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლა "ლივერპულის" წინააღმდეგ მოუწევს.

სხვა წყვილებიდან გამორჩეულია მადრიდული დერბი, "რეალი" და "ატლეტიკო" ჩემპიონთა ლიგაზე კიდევ ერთხელ შეხვდებიან ერთმანეთს. ასევე შედგება გერმანული დერბი: "ბაიერნი" - "ლევერკუზენი".

"ბრიუგე" (ბელგია) - "ასტონ ვილა" (ინგლისი)

"დორტმუნდი" (გერმანია) - "ლილი" (საფრანგეთი)

"რეალი" (ესპანეთი) - "ატლეტიკო" (ესპანეთი)

"ბაიერნი" (გერმანია) - "ლევერკუზენი" (გერმანია)

პსვ ეინდჰოვენი (ნიდერლანდები) - "არსენალი" (ინგლისი)

"ფეიენოორდი" (ნიდერლანდები) - "ინტერი" (იტალია)

"პარი სენ-ჟერმენი" (საფრანგეთი) - "ლივერპული" (ინგლისი)

"ბენფიკა" (პორტუგალია) - "ბარსელონა" (ესპანეთი)

მერვედფინალური ეტაპის გარდა, წინსწრებით გაიმართა მეოთხედფინალისა და ნახევარფინალების წილისყრაც, შესაბამისად, თითოეულმა გუნდმა იცის ბადე, რომელიც ფინალში გასასვლელად უნდა გაიაროს.

პსჟ-ლივერპულის გამარჯვებული მეოთხედფინალში ბრიუგე-ასტონ ვილას გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

პსვ-არსენალის გამარჯვებული მეოთხედფინალში რეალი-ატლეტიკოს გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბენფიკა-ბარსელონას გამარჯვებული მეოთხედფინალში დორტმუნდი-ლილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ბაიერნი-ლევერკუზენის გამარჯვებული მეოთხედფინალში ფეიენოორდი-ინტერის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება ნახევარფინალებს:

„რეალი“ – „ატლეტიკო“ / პსვ - „არსენალი“ – პსჟ - „ლივერპული“ / „ბრიუგე“ – „ასტონ ვილა“

„ბენფიკა“ – „ბარსელონა“ / „დორტმუნდი“ – „ლილი“ – „ბაიერნი“ – „ლევერკუზენი“ / „ფეიენოორდი“ – „ინტერი“

ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური მატჩები 4-5 მარტს, ხოლო საპასუხო 11-12 მარტს გაიმართება. მეოთხედფინალები 8-9 და 15-16 აპრილს, ნახევარფინალები 29-30 აპრილს და 6-7 მაისს ჩატარდება, ხოლო ფინალი 31 მაისს, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ შედგება.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

04:34 | 23.02.2025
mushni (93569)

ატლეტიკო არ გავიდეს

19:12 | 21.02.2025
Kobe Bean (21723)

ბავარიებს და ლივერპულ რეალებს ნუ მანერვიულებთ,ბარსაც მეყოფა))))

04:34 | 23.02.2025
mushni (93569)

19:10 | 21.02.2025
Kobe Bean (21723)

ხო რო დამთავრდება ლიგა მერე წერე სცენარები,ჯერ არ გინდა))))

16:25 | 21.02.2025
Gerry Marsden (906)

მოვიდეს თამაშები და დანარჩენი მერე,იმასაც ვიტყვი სად რა სენსაცია მოხდება!

16:24 | 21.02.2025
Gerry Marsden (906)

ეეეჰ სიზმარ,ნეტა მართლა ბოჩოლასავით ბრიყვი არ იყო,შენ რომ მაგას მიხვდები სად რა სენსაციები მოხდება............. ისევ ბოჩოლასავით იკუნტრუშე ჯობია!)))

16:09 | 21.02.2025
Kobe Bean (21723)

მეოთხედფინალები წესით უნდა იყოს:ლივერპული-ასტონვილა,არსენალი-რეალი,ბაიერნი-ინტერი და ბარსელონა-დორტუმუნდი,მაგრამ ერთ-ორი სენსაცია რომ მოხდეს არ გამიკვირდება.

17:41 | 21.02.2025
Bachana705 (373)

ასეთი ბაიერნი რომ ლევერკუზენს გაცდება, გჯერა მაგის ძმა?..
კი, ერთი თამაშით (სელტიკთან) არ შეიძლება დასკვნების გამოტანა, ნებისმიერ დროს შეიძლება აუჩუჩუნდეს კეინს ან მიულერს ან ვინმეს და 80 წლის ნოიერიც 25 წლის ბუფონად გადაიქცეს და დაგლიჯონ ყველაფერი, მაგრამ ეს მათი ინდივიდუალური კლასის შედეგად შეიძლება მოხდეს და არა მთლიანად გუნდის ტაქტიკით და თამაშით, რასაც მწვრთნელი აკეთებს. კომპანის მწვრთნელობა არ გაიშვას არსად ჯერ და თან რა ეტყობა მაგას, რომ რამე ორიგინალურის მოგონება შეუძლია. ალონსოსაც არ ჰყავს შარშანდელი დონის გუნდი, მაგრამ ეს ბარნლიდან მოთრეული რომ სტანოკზე დააყენოს, ნაღდად შეუძლია.
რა იქნება და როგორ, 2-3 კვირაში გამოჩნდება საბოლოოდ, მაგრამ ფურცელზე გამოტანილი ფავორიტები ვინც არიან დღეს მერვედფინალებში, მაგათგან ყველაზე გაბერილი და გაბუქებული ფავორიტი ისევ ბავარია მგონია.

04:34 | 23.02.2025
mushni (93569)

გეთანხმები

19:11 | 21.02.2025
Kobe Bean (21723)

არც ლევერკუზენი ბრწყინავს წელს და ფავორიტი მაინც ბავარიაა მაგ წყვილში.დალშე რა მოხდება ვნახავთ მინდორზე

16:03 | 21.02.2025
Kobe Bean (21723)

ლივერპულსაც მარტივი გზა აქვს ნახევარფინალამდე,მე-16 ფინალი მაგანაც გამოტოვა და მეოთხედფინალში რა ასტონ ვილა და რა ბრიუგე აბა)))იმიტომ რომ მაგანაც კარგად ჩაატარა ლიგის ფაზა და დაიკავა პირველი ადგილი 36 გუნდიდან.ერთი პსჟ გამოეკვეტა ცოტა რთული,ისიც იმიტომ რომ იგივე პსჟ-მ ჩააგდო ლიგის ფაზა

16:00 | 21.02.2025
Kobe Bean (21723)

კაი ალექსანდრა გეყოფა ქვითინი,ნუ ამოხტები ნიფხვიდან))))ინგლისური ფინალი არა მზე.ვინ უნდა გავიდეს ინგლისიდან ფინალში,ასტონ ვილა?))))ნახევარფინალამდე კარგი გზა აქვს ბარსას(არა მარტივი,უბრალოდ კარგი),აი ნახევარფინალში კი ინტერი ან ბაიერნი სერიოზული ჯახი იქნება.ცუდი ისაა რომ ორივე მეორე თამაშს გასვლაზე ჩაატარებს ბარსა მეოთხედფინალშიც და ნახევარფინალშიც.რეალს მართლა ურთულესი გზა გამოდის,ჯერ სიტი,ახლა ატლეტიკო,მერე არსენალი და ნახევარფინალში კიდევ ძლიერი,მაგრამ მასე იცის მეოცე ადგილს რომ იკავებ 36 გუნდიდან)))ბარსამ თუ მიიღო მარტივი ბადე,იმის დამსახურებაცაა რომ მეორე ადგილზე გავიდა და დაიმსახურა ეგ ყველაფერი.

15:56 | 21.02.2025
Gerry Marsden (906)

ისევ ჩემს აზრზე ვრჩები,წელს იტალიური გუნდის ჯერია,მოვიდა მაგათი რიგი,პსჟ-ს შარშან ქონდა შანსი,მაგრამ ვერ ივარგეს და თასს არავინ ჩაუწვენდა ლოგინში!

15:47 | 21.02.2025
Gerry Marsden (906)

ახლა,მეც ბევრი რომ არ გავა---კო,მას შემდეგ რაც დამსმელმოხნულმა ხოსიკამ სუნი დააყენა,ინგლისური ფინალის შანსი მიზერული იყო,ასტონ ვილა უფრო გავიდოდა ფინალში ქვემოთ რომ მოხვედრილიყო,ვიდრე მარადიული ლუზერი არსენალი!

15:42 | 21.02.2025
Gerry Marsden (906)

ბოჩოლასავით ბრიყვ სიზმარას "არ გაუმართლა",ბარსელონა-ფეიენოორდის ფინალი გამოირიცხა,სამაგიეროდ ჯერ ბენფიკასთან,მერე ლილთან და ნახევარფინალში ფეიენოორდთან ისიამოვნებს ბარსელონას ჯადოსნური ფეხბურთით,მეორე მხრიდან პსვ გააღწევს ფინალში და როგორც ბოჩოლას გაუშვებენ პირველად მინდორში და დახტის და დაკუნტრუშებს,ისე იკუნტრუშებს სიზმარაც)))))))))))))))))))

15:37 | 21.02.2025
Gerry Marsden (906)

ისე აგიხდეთ ყველაფერი,ინგლისური ფინალის შესაძლებლობა ეგრევე მოსპეს მაფიოზებმა,ყველამ ერთად მოიყარა თავი,ინტერს როგორც ვთქვი ფეიენოორდი მიუგდეს,რაღაცეები კი გადაადგილდა ჩემს გაშიფრულ სცენარში,ერთი ქვეყნის ორი წყვილი დაჯდა,მაგრამ ეგეც არაფერი,შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება,ძირითადი იდეა უცვლელი დარჩა!

04:34 | 23.02.2025
mushni (93569)

+1

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139778