ფეხბურთი

19:52 | 20.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ბერნარდო სილვა: "ტრავმები ალიბი არ არის, ძველებურად თავდაჯერებულები აღარ ვართ"

„მანჩესტერ სიტი“ ჩემპიონთა ლიგას მადრიდის „რეალთან“ ორმატჩიან დუელში მარცხით (2:3, 1:3) გამოეთიშა.

მატჩის შემდეგ ბერნარდო სილვამ განაცხადა, რომ არ აქვს პასუხი, თუ რატომაა „სიტისთვის“ ასეთი რთული სეზონი:

„არ მაქვს ზუსტი პასუხი ჩვენს სეზონზე. კლუბში ბევრი რამის ნაზავია, არა მხოლოდ ტრავმები, ეს არ არის გამართლება. სიმშვიდის და თავდაჯერებულობის დონე არ არის ისეთი, როგორიც ადრე გვქონდა“, - თქვა სილვამ.

პეპ გვარდიოლამ კი, უბრალოდ აღიარა, რომ უფრო ძლიერმა გუნდმა მოიგო: „დღეს უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. არაფერია სათქმელი, „რეალი“ უკეთესი იყო და დაიმსახურა შემდეგ ეტაპზე თამაში“.

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა სამწვრთნელო კარიერაში პირველად დარჩა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მიღმა.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11289
სარეკლამო ადგილი - 99
X x X