ფეხბურთი

12:18 | 20.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

მესის გოლი „ინტერ მაიამისთვის“ საკმარისი გამოდგა კონკაკაფის ჩემპიონთა თასზე „კანზას სიტის“ დასამარცხებლად

დღეს, თბილისის დროით 19-20 თებერვლის ღამეს, კანზას სიტიში (აშშ), კონკაკაფის ჩემპიონთა თასის პირველი ტურის მატჩი გაიმართა „სპორტინგ კანზას სიტისა“ და მაიამის „ინტერს“ შორის. შეხვედრა „მაიამის“ გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი 56-ე წუთზე არგენტინელმა თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ უამინდობის გამო თამაში ერთი დღით გადაიდო (ქალაქში უკვე მეორე დღეა თოვს და ყინავს), თუმცა პირობები დიდად არ გაუმჯობესებულა, რის გამოც მატჩი -17 გრადუს ყინვაში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის მეორე მატჩი 25 თებერვალს ჩატარდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.069611