ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ პსვ ეინდჰოვენთან მარცხის (1:3) და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ განაცხადა, რომ შეცდომა არ დაუშვია და არაფერს შეცვლიდა...
„დარწმუნებული ყველა არჩევანში, რაც გავაკეთე, არაფერს შევცვლიდი, რადგან არაფერი შემშლია, ყველაფერს ისე გავაკეთებდი, როგორც გავაკეთე. ლოკატელიმ თქვა, რომ მომდევნო ეტაპის საგზური ხელიდან გადავაგდეთ? არ მჯერა, რომ ეს თქვა, პირადად უნდა მოვისმინო, რადგან არ ვეთანხმები, არაფერი გადაგვიგდია. ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ პსვ-მ გვაჯობა. ახლა აქცენტი მომდევნო მატჩზე უნდა გავაკეთოთ.
არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ პსვ-ს ჩვენზე მეტად სურდა მომდევნო ეტაპზე გასვლა. გათანაბრების შემდეგ მათ გვაჯობეს, მაგრამ ჩვენც გვქონდა მომენტები, ვლაჰოვიჩმა ბურთი ძელს გაარტყა. საბოლოო ჯამში მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა“, - თქვა მოტამ.
„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირველად დამარცხდა ორი მატჩის ჯამში, როცა პირველი თამაში მოგებული ჰქონდა. წინა 11 შემთხვევიდან 11-ჯერ მოახერხა მომდევნო ეტაპზე გასვლა, როცა პირველი მატჩი მოიგო.
ორი მატჩის ჯამში პსვ-მ „იუვენტუსს“ 4:3 აჯობა (დამატებით დროში).
Please log in to post a comment Log in Or Register
I feel admired by your work and wonder how you manage this blog so well. It was great that I could see this valuable information whenever I surf the internet.
0?'>http://potty-racers2.com/geometry-dash-word':'>http://potty-racers2.com/geometry-dash-word'))