ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება, რომ „ნაპოლისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ მოლაპარაკებებში ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით, ჟორჟე მენდეშიც იყო ჩართული.
ყველაზე ცნობილ საფეხბურთო აგენტს კვარაცხელიასთან ოფიციალურად არაფერი აკავშირებს, მაგრამ როგორც რომანომ აღნიშნა, მას იდეალური ურთიერთობა აქვს, როგორც აურელიო დე ლაურენტისთან, ასევე პსჟ-სთან, შესაბამისად, ამ ტრანსფერში მენდეშიც მონაწილეობდა.
რომანოს განცხადებით, მსგავს დიდ ტრანსფერებში გამორჩეული აგენტები ყოველთვის მონაწილეობენ.
„არც ვიდეოში გამოჩენილა და არც ფოტოებში, მაგრამ დე ლაურენტისთან და პსჟ-სთან შესანიშნავი ურთიერთობის გამო მენდეში მონაწილეობდა კვარაცხელიას ტრანსფერში“, - თქვა ფაბრიციომ ანტონიო კასანოსა და დანიელე ადანის პოდკასტში ინტერვიუსას.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში 70 მილიონ ევროდ გადავიდა და კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბრავო !