ფეხბურთი

11:47 | 18.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

საქართველო - სომხეთი „დინამო არენაზე“ გაიმართება

ერთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრა საქართველოს და სომხეთის ნაკრებებს შორის “დინამო არენაზე” გაიმართება.

სსიპ. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს განახლებული დასკვნის შედეგად, ამ დროისთვის, შეზღუდვა, პირველი იარუსის თვრამეტი სექტორიდან მხოლოდ ექვს სექტორს ეხება. შეზღუდვა არ ვრცელდება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებზე.

სტადიონის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა გააკეთა.

დავით მუჯირი (სფფ-ის გენერალური მდივანი): „დინამო არენას ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული პირველადი ინფორმაციით, როგორც იცით, სრულად შეზღუდული იყო პირველი იარუსის გამოყენება. დამატებითი დეტალური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ ამ ეტაპზე პირველი იარუსის 18 სექტორიდან მხოლოდ ექვსი სექტორის გამოყენებაა შეზღუდული. შესაბამისად, გახსნილია სტადიონის პირველი იარუსის 2/3 და მეორე იარუსი სრულად. მათ შორის, შეზღუდვა არ ეხება მატჩის ორგანიზებისთვის აუცილებელ ზონებს, მედიის სამუშაო სივრცეს, ტექნიკურ ზონას და სტუმარი გულშემატკივარის ტრიბუნას.

როგორც აღვნიშნე, პირველადი დასკვნით, რომელიც დინამო არენამ ივნისში მოგვაწოდა, პირველი იარუსი სრულად იყო დახურული, ხოლო დღევანდელი მონაცემებით შეზღუდვა 6 სექტორს ეხება, რაც დაახლოებით 4000 ადგილია. საქართველო-სომხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში, ახალი სქემის დამუშავების შემდეგ გავავრცელებთ.

ვიმედოვნებ, რომ პრობლემური სექტორების რეაბილიტაცია შემდგომი მატჩებისთვის დასრულდება და სრულად შევძლებთ სტადიონის ტევადობის ათვისებას“.

საქართველო-სომხეთის პლეი-ოფის პირველი შეხვედრა 20 მარტს, ერევანში გაიმართება, ხოლო საპასუხო შეხვედრას თბილისი 23 უმასპინძლებს. ორრაუნდიან დაპირისპირებაში გამარჯვებული ერთა ლიგის B დივიზიონში იასპარეზებს.

nakrebi.ge


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:29 | 06.11.2014
a.reversi (9540)

საღოოოლ ბუბას.... ამის დაწერა მომინდა ოღონდ აზრი არ აქვს

16:42 | 06.11.2014
Haifish (58)

რა ცენზურა გაქვთ ეგეთი ვეღარ შემიგინებია((((

16:39 | 06.11.2014
Haifish (58)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

16:39 | 06.11.2014
Haifish (58)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

16:04 | 06.11.2014
torpedo (950)

საუთჰემპტონმა ფეხბურთელები გაყიდა წინა წელს და მაინც რა მაგარი გუნდია

16:02 | 06.11.2014
torpedo (950)

დაუშვილიც წაიყვანეთ რააააა !

15:49 | 06.11.2014
kabal29 (58)

სათაური გლიჯავს

16:56 | 06.11.2014
BEERTRANCE (97819)

არ თქვა DDDDD

0.065331