UFC-ის ყოფილ ჩემპიონს და ოლიმპიადის ოქროს მედალოსან ჰენრი სეხუდოს მერაბ დვალიშვილთან რემატჩი სურს და როგორც MMA Fighting-ს განუცხადა ის ამ ყველაფრისთვის მზადაა.
"100 პროცენტით მზად ვარ მერაბთან რემატჩისთვის, მინდა UFC-ის ჩემპიონი კიდევ ერთხელ გავხდე, ეს ალბათ ჩემი ბოლო მცდელობა იქნება, რადგან 38 წლის გავხდი. მეორე ბრძოლაში ყველაფერი სხვაგვარად დასრულდება, გაიხსენეთ ჩემი ბრძოლები ჯონსონთან, მასთან 3 წუთში დავმარცხდი, თუმცა განმეორებით ბრძოლაში დავამარცხე." - განაცხადა სეხუდომ.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და ჰენრი სეხუდოს დაპირისპირება 2024 წლის 18 თებერვალს გაიმართა და ქართველმა "მანქანამ" ოლიმპიური ჩემპიონის დამარცხება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოახერხა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აღფრთოვანებული ვარ !!!
ისე, პენალტიც აუკიდებია
დონეა
ინიესტას გოლიც ფხოდი უკანალში, საქართველოს ჩემპიონატის მატჩები გააშუქეთ თქვე თავ ასოებო
ეეჰ ადრე წავიდა ადრე
კლასი უკვდავია