ფეხბურთი

2:05 | 16.02.2025 | ნანახია 592 - ჯერ

კვარაცხელიას 90 წუთი და პსჟ-ს მორიგი გამარჯვება ლიგა 1-ში

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ სტუმრად „ტულუზი“ 1:0 დაამარცხა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ანგარიშიდან გამომდინარე თითქოს, დაძაბული მატჩი იყო, მაგრამ კლასში სხვაობა მაინც უდიდესი გახლდათ, პსჟ დიდ უპირატესობას ფლობდა.

ერთადერთი გოლი 52-ე წუთზე გავიდა, რომელიც ფაბიან რუისმა გაიტანა და პარიზელებმა მოიგეს.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა, თუმცა განსაკუთრებით, თავი ვერაფრით გამოიჩინა. ქართველ ფეხბურთელს პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირზე უკვე 6 მატჩი დაუგროვდა, რომლებშიც თითო გოლით და საგოლე პასით გამოირჩა.

„პარი სენ-ჟერმენი“ ლიგა 1-ში 22 ტურის შემდეგ 56 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „მარსელს“ 10 ქულით უსწრებს, ხოლო მომდევნო ტურში 23 თებერვალს, „ლიონს“ სტუმრად დაუპირისპირდება, ასე რომ, გიორგი მიქაუტაძის და ხვიჩა კვარაცხელიას დაპირისპირება გველოდება. თუმცა, მანამდე, 19 თებერვალს, პსჟ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „ბრესტს“ უმასპინძლებს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.062811
592