ფეხბურთი

22:27 | 15.02.2025 | ნანახია 1909 - ჯერ

ანჩელოტი: „მსაჯმა ბელინგემის ნათქვამი სხვანაირად გაიგო“

მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ გაამხილა, რა უთხრა ნახევარმცველმა ჯუდ ბელინგემმა მსაჯ ხოსე მუნუერა მონტეროს, სანამ მას ესპანეთის ჩემპიონატის „ოსასუნასთან" მატჩში (1:1) გააძევებდნენ.

„ვფიქრობ, მსაჯმა ჯუდის ინგლისური ვერ გაიგო. მან თქვა, „ეშმაკმა დალახვოს“ და არა „წადი შენი“... ეს სულ სხვა რამეა. მსაჯზე აღარ ვისაუბრებ, რადგან მომავალ კვირას სათადარიგოთა სკამზე ყოფნა მინდა, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს ინსაიდერი ფაბრიციო რომანო სოციალურ პლატფორმა X-ზე (ყოფილი ტვიტერი).

ესპანური პრიმერას სატურნირო ცხრილში მადრიდის „რეალი“ ლიდერობს, რომელსაც 24 მატჩის შემდეგ 51 ქულა აქვს. მომდევნო ტურში კარლო ანჩელოტის გუნდი „ჟირონას“ დაუპირისპირდება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.065746
1909