„ნაპოლის“ შეტევაში საკადრო პრობლემები აქვს, რის გამოც ანტონიო კონტემ სათამაშო სქემის შეცვლა გადაწყვიტა.
ნეაპოლური მედიის ცნობით, „ნაპოლი“ „ლაციოსთან“ 3-5-2 ტაქტიკით ითამაშებს. კონტემ სეზონი ამ სქემით დაიწყო, მაგრამ მეხუთე ტურიდან 4-2-3-1 სქემით თამაში გადაწყვიტა.
მას შემდეგ, რაც „ნაპოლი“ ხვიჩა კვარაცხელია გაყიდა, ხოლო მისი შეცვლა სათანადოდ ვერ შეძლო, ხოლო დავიდ ნერეშმა ტრავმა მიიღო და თვეზე მეტი გაუცდება, კონტეს ტაქტიკის შეცვლა მოუწია.
მოსალოდნელია, რომ „ნაპოლის“ შეტევაში „ლაციოსთან“ რომელუ ლუკაკუსა და ჯაკომო რასპადორის დუეტით ითამაშებს, დაცვის ცენტრს ამირ რაჰმანი, ალესანდრო ბონჯორნო და ჟუან ჟეზუში ითამაშებენ, ხოლო ფლანგები ჯოვანი დი ლორენცომ და პასკუალე მაძოკიმ უნდა გაამაგრონ. თადარიგში იქნება მატეო პოლიტანო.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 54 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ „ინტერს“ ერთი ქულით უსწრებს.