„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რუბენ ამორიმმა „ტოტენჰემთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დიდ კლუბში მუშაობს, შესაბამისად, წნეხიც უფრო მაღალია.
„თქვენ ჩემზე უკეთ იცით თამაშის წესები. ჩვენ ფოკუსირებული ვართ თამაშების მოგებაზე. დიახ, ვსაუბრობთ იმაზე, რომ 2028 წლის პრემიერლიგა უნდა მოვიგოთ და შეგვიძლია რამდენიმე წელიწადში ყველაფერი შევცვალოთ. ჩემი ყოფილი კლუბების პატივისცემის მიუხედავად, ახლა უფრო დიდ კლუბში ვარ და შესაბამისად, წნეხიც უფრო მაღალია“, - თქვა ამორიმმა.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში 24 ტურის შემდეგ 29 ქულით მხოლოდ მე-13 ადგილზეა, ხოლო „ტოტენჰემს“ 16 თებერვალს ესტუმრება.
Please log in to post a comment Log in Or Register