დღეს ბორჯღალოსნები მადრიდში ჩავიდნენ, სადაც 2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ესპანეთს 16 თებერვალს, საქართველოს დროით 15:45 საათზე შეერკინებიან.
ნიდერლანდებთან (40:7) მატჩის შემდეგ მცირე ტრავმები აქვთ და ესპანეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ: ლუკა მატკავა, ბექა საღინაძე, თორნიკე ჯალაღონია და ამირან შვანგირაძე, ხოლო ბექა გორგაძემ წითელი ბარათი მიიღო, დისკვილიფიცირებულია და შეკრება დროებით დატოვა.
უკვე ვწერდით, რომ მათ ნაცვლად შეკრებას შეუერთდნენ იოანე იაშაღაშვილი, სანდრო მამამთავრიშვილი და იოანე მეტრეველი.
ესპანეთსა და საქართველოს შორის გამარჯვებული ა ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს და, 1 ან 2 მარტს, თასის ნახევარფინალში, ბ ჯგუფის მეორეადგილოსანთან, მასპინძლის სტატუსით ისარგებლებს, დამარცხებული კი, ბ ჯგუფის გამარჯვებულს ესტუმრება.
RUGBY.GE
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია