26 წლის ნიგერიელი ფეხბურთელის ვიქტორ ოსიმენის შესაძენად ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ინგლისის პრემიერლიგის კლუბები იბრძოლებენ, საუბარია ლონდონის "ჩელსიზე" და მანჩესტერ "იუნაიტედზე".
აღნიშნულ ინფორმაციას ინსაიდერი ნკოლო სჩირა ავრცელებს. წყაროს ცნობით ორივე კლუბი მზადაა ოსიმენის შესაძენად ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში სოლიდური თანხა გადაიხადონ.
ვიქტორ ოსიმენი "ნაპოლის" ფეხბურთელია და ამჟამად იჯარის წესით "გალათასარაიში" გამოდის. მას მიმდინარე თურქეთის ჩემპიონატში 17 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 12 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაა.