ფეხბურთი

14:23 | 14.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

მადრიდის "ატლეტიკო" გრიზმანის შემცვლელად სამ ფეხბურთელს განიხილავს

მადრიდის "ატლეტიკოსა" და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ანტუან გრიზმანმა შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მადრიდული კლუბი დატოვოს.

როგორც ცნობილი ხდება "ატლეტიკოს" ხელმძღვანელობა ფრანგი ფეხბურთელის შემცვლელს უკვე ეძებს და ამისთვის სამ ფეხბურთელს განიხილავს. როგორც ესპანური გამოცემა Fichajes.com-ი იტყობინება ესპანელები, ლაუტარო მარტინესის, ალექსანდერ ისაკის და ადემოლა ლუკმენის კანდიდატურებს განიხილავენ.

ანტუან გრიზმანს "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2026 წელს ეწურება, მას მიმდინარე ესპანეთის ჩემპიონატში 23 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.063916