ფეხბურთი

13:30 | 14.02.2025 | ნანახია [] - ჯერ

ნიკო ვილიამსის მომავალი კლუბი ცნობილია, ფეხბურთელმა ამის შესახებ ლამინ იამალს უთხრა

ბილბაოს "ატლეტიკის" ფეხბურთელი ნიკო ვილიამსის მომავალი კლუბის ვინაობა ცნობილი ხდება, როგორც ესპანურ პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, ესპანელმა ფეხბურთელმა აქმ ყველაფრის შესახებ მის ახლო მეგობარ ლამინ იამალს უთხრა.

ესპანური წყაროების ცნობით, ნიკო ვილიამსი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება. ვილიამსა და "არსენალის" მთავარ მწვრთნელ მიკელ არტეტას შორის უკვე შედგა საუბარი და სიტყვიერი შეთანხმებაც მიღწეულია. "არსენალი" მზადაა ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი (დამატებით ბონუსები) გადაიხადოს.

გასულ ზაფხულს ნიკო ვილიამსი ახლოს იყო „ბარსელონაში“ გადასვლასთან, თუმცა კატალონიელებმა ფინანსური პრობლემების გამო ტრანსფერის დახურვა ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ვილიამსს „ბილბაოსთან“ კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება, მისი ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება კი ტრანსფერმარკეტის მონაცემებით 70 მილიონი ევროა.

0.120986