ფეხბურთი

12:30 | 14.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი ბერიძე უნგრეთშია და შესაძლოა ყოფილ გუნდში დაბრუნდეს

გიორგი ბერიძემ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში თურქული "ქოჯაელისპორი" დატოვა და თავისუფალი აგენტია. როგორც ცნობილი ხდება ქართველმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა შესაძლოა "უიპეშტში" გააგრძელოს.

აღნიშნულ ინფორმაციას უნგრული გამოცემა nemzetisport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით ბერიძე გულშემატკივრებმა პარასკევს ბუდაპეშტის ქუჩებში შენიშნეს და გამოცემა ვარაუდობს, რომ შესაძლოა ქართველმა ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება "უიპეშტში" დღეს გაიაროს.

ბერიძე „უიპეშტში“ 2018-2019 და 2020-2022 წლებში თამაშობდა, მან უნგრული კლუბის მაისურით 89 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა.

27 წლის ქართველი „ქოჯაელისპორში“ 2023 წლიდან თამაშობდა, სადაც 43 მატჩში 7 გოლი გოლი გაიტანა. მას ასევე უთამაშია „ანკარაგუჯუში“, „ლოკერენში“, „გენტში“, „ტრენჩინში“, „ზესტაფონსა“ და „დილაში“, ხოლო საქართველოს ნაკრებში 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064042