UFC-ის ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ მომავალ ორთაბრძოლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა, მისი თქმით მომავალ ჩხუბთან დაკავშირებით სიახლეები შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი.
"ახლა ვერაფერს ვიტყვი, რადგან UFC-იმ ამ საკითხთან დაკავშირებით თავის შეკავება მთხოვა. ვფიქრობ საინტერესო სიახლეები შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი."
როგორც ცნობილი ხდება ქართველი "მატადორი" დიდი ალბათობით მომდევნო ორთაბრძოლას ზედა წონაში გამართავს, მისი სავარაუდო მეტოქეებად კი, ისლამ მახაჩევი, დასტინ პორიე და ჩარლზ ოლივეირა სახელდებიან.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ 2024 წლის 18 თებერვალს ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ს ჩემპიონი გახდა.









