უეფას კონფერენს ლიგის 1/16-ფინალში ლაშა დვალის „აპოელი“ სტუმრად სლოვენიურ „ცელიეს“ შეხვდა და დაუზავდა - 2:2.
ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ კარგი თამაში ნამდვილად არ ჰქონია. 57-ე წუთზე დვალმა ყვითელი ბარათი მიიღო და თან პენალტი აიკიდა, რომელიც „ცელიემ“ ვერ გაიტანა, თუმცა სლოვენიელებმა დამატებაზე ივარგეს და გოლი მაინც შეაგდეს, რითაც იმ დროისთვის დაწინაურდნენ (2:1). „აპოელმა“ მალევე გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა. 73-ე წუთზე დვალმა მეორე ყვითელი ბარათიც მიიღო, შესაბამისად, გააძევეს.
რიცხობრივ უმცირესობაში „აპოელმა“ მაინც შეინარჩუნა სასურველი ანგარიში. საპასუხო მატჩი ერთ კვირაში კვიპროსში გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია