ქართველი მოციგურავე ინგა გურგენიძე ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულია!
ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა შესანიშნავად იასპარეზა და კონკურენტებს დამაჯერებლად აჯობა. ქართველმა ჯამში 187.82 ქულა დააგროვა და უახლოეს მდევარს, თითქმის 10 ქულით გაასწრო.
შედეგად, ისტორიული ოქროს მედალი საქართველოში დარჩა!
მეორე ადგილზე ესტონელი ელინა გოიდინა გავიდა (178.16), ხოლო ბრინჯაოს მედალი შვეიცარიელ ლეანდრა ციმპუკაკისს ერგო, რომელმაც 177.42 ქულა დაიმსახურა.
ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელსაც ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი მასპინძლობს, ეს საქართველოს დელეგაციის პირველი მედალია, თანაც ოქრო. საქართველო შეჯიბრზე სულ 8 სპორტსმენითაა წარმოდგენილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კი ბატონო მაგრამ ფეხბურთელებს ამ შემოსავლიდან რა უნდა შეხვდეთ?
მხოლოდ საქველმოქმედო ხასიათს რომ ატარებს ეროვნული ნაკრებების თამაშები ფეხბურთელების მხრიდან, ფეხბურთელებს შრომის საზღაურს ვინ და რა ფორმით გადაუხდის