ფეხბურთი

17:41 | 13.02.2025 | ნანახია NaN - ჯერ

იტალიელი მწვრთნელი: "კვარას გარეშე "ნაპოლიმ" რაღაც დაკარგა, მაგრამ კონტე გუნდის გარანტიაა"

ვეტერანმა იტალიელმა მწვრთნელმა ედოარდო რეიამ „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა, რომელსაც წარსულში წვრთნიდა.

როგორც მან აღნიშნა, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლი“ რაღაცას კარგავს, მაგრამ ამ გუნდის წარმატების გარანტად ანტონიო კონტე რჩება.

„ნაპოლის“ თამაშს უდინეში დავესწარი, კარგი მატჩი იყო, შეუჩერებელ ნერეშთან ერთად. მაშინ გუნდში კვარაც იყო, რომელსაც იმ დღეს ტრავმა ჰქონდა. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველის და ბრაზილიელის გარეშე „ნაპოლის“ რაღაც მოაკლდა, მაგრამ კონტე გარანტიაა“, - თქვა რეიამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს 54 ქულით ლიდერობს და ერთადერთი ქულით უსწრებს „ინტერს“.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066482